logo
ENG



რამიშვილი: მოსახლეობა ტერორში ჰყავთ...ბაჩალიაშვილის მანქანა იმ ადგილზე 5 დღე არ მდგარა

16 აგვ 202012:10
3 წუთის საკითხავი
 

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილი 5 დღის განმავლობაში იმ ადგილზე არ მდგარა", - ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, იმ სოფლის მცხოვრებლებზე, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, დიდი ზეწოლა ხორციელდება. 

"შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად დიდი სიცრუე. ავტომობილი 5 დღის განმავლობაში იმ ადგილზე არ მდგარა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვნეს. 

ჩემი ინფორმაციით, იმ სოფლის მცხოვრებლებზე, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, არის ძალიან დიდი ზეწოლა. მოსახლეობა ჰყავთ ტერორის ქვეშ. 

ერთ-ერთმა მათგანმა სამი დღის ჩანაწერები გააკეთა, თუ რა დიდი რაოდენობის ნახირი გადაადგილდება იმ ტერიტორიაზე, ნახირს თავისის მწყემსი ჰყავს. შემიძლია გითხრათ, რომ იქ ავტომობილი არ დგას.

ამას ტელევიზიების მიერ დრონით გადაღებული კადრებიც ადასტურებს. კადრები, რომლებიც ზემოთა მხრიდანაა გადაღებული, ჩანს, როგორც ავტომობილის ერთი კვალი, ასევე მეორე კვალი. როდესაც მთავარ პროკურორს შევხვდებით, მათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ",-  აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს


close დახურვა